Sunday, March 13, 2011

HEIDELBERG

1.პროექტის სახელწოდება: HEIDELBERG
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა)1–2 წინადადებით:  ისტორიული ადგილების შესწავლა,დათვალიერება
3.პროექტის აქტუალობა: ვფიქრობ ეს პროექტი კიდევ ერთი საუკეთესო საშუალება იქნება იმისათვის, რომ ბავშვებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ ქვეყნის შესახებ, რომლის დედაენასაც ისინი სწავლობენ.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ახლოს გაეცნონ გერმანიის  ერთ–ერთი  უძველესი ქალაქის ჰაიდელბერგის ადგილ–მდებარეობას,მის ისტორიულ წყაროებს და ტრადიციებს
5.მონაწილეთა ასაკი: საშუალო საფეხური. XI კლასი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს უფრო გაუღრმავდებათ ინტერესი საგნის მიმართ. 
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საჭიროა გერმანიის რუკა იმისათვის,რომ ბავშვებმა ნახონ თუ სად და რომელ მიწაზე მდებარეობს ქალაქი ჰაიდელბერგი. წიგნები –მეტი ინფორმაციის მისაღებად ,ინტერნეტი– სურათების მოსაძიებლად,სადაც ასახული იქნება ქალაქის ღირშესანიშნავი ადგილები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): თავდაპირველად მოსწავლეები გაეცნობიან იმ პროექტის არსს,რომელზეც ერთი თვის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა.დაევალებათ შეძლებისდაგვარად მოიძიონ საჭირო მასალა ბიბლიოთეკაში.ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ ბავშვებს მოიძიონ არქიტექტურული და კულტურული ძეგლები.მოიძიონ ლიტერატურული მასალა–აქვს თუ არა რომელიმე მწერალს ან პოეტს ლექსი ან რაიმე ნაწარმოები ამ ქალაქის შესახებ დაწერილი.  პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვებს საშუალება ექნებათ ამ თემასთან დაკავშირებით კედლის გაზეთი გამოუშვან
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორიის მასწავლებლის დახმარებით ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას ქალაქ ჰაიდელბერგის და ზოგადად გერმანიის შესახებ.გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით გაეცნობიან აღნიშნული ქალაქის ადგილმდებარეობას.
11.პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): მარიამ  ჯავახიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  mariamjavakhishvili2@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  mariamjavakhishvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment